Ertieri.ge – ერთად ვქმნით საქართველოს მომავალს!

Ertieri.ge არის პლატფორმა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სჯერა, რომ საქართველოს აქვს ძალა, რესურსი და უნარი გახდეს წარმატებული, განვითარებული და გლობალურად აღიარებული ქვეყანა.

🛠️ ჩვენი სივრცე არის ადგილი, სადაც იდეები იქცევა ინიციატივებად, ინიციატივები – გეგმებად, ხოლო გეგმები – რეალურ ცვლილებად!

🎯 ჩვენი მიზანი:

ნათელი მომავალი ძლიერ, ერთიან და განვითარებულ საქართველოში. ჩვენი ქვეყნის მდიდარი ბუნებრივი რესურსები, ისტორიული კულტურა და ქართველი ხალხის მებრძოლი სული გვაძლევს ყველა საშუალებას, რომ საქართველო იყოს წარმატებული და პროგრესული.

💡 ერთადერთი კითხვა რჩება – როგორ?
Ertieri.ge-ზე ჩვენ ერთად ვპოულობთ პასუხებს და ვქმნით გზებს ამ მიზნის მისაღწევად!

ერთი ერი

🚀 როგორია ჩვენი გზა?

ციფრული ეპოქა ქმნის შეუზღუდავ შესაძლებლობებს. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, ბიზნეს პოტენციალი და კულტურული მემკვიდრეობა უდიდესი რესურსია, რომელიც სწორი ხედვით და ერთიანი ძალისხმევით შეუძლია გადაიქცეს პროგრესის პლატფორმად.

Ertieri.ge-ის წარმატების ფორმულა ეფუძნება ამ ღირებულებებს:

ინოვაცია – თანამედროვე გამოწვევებზე კრეატიული და პრაქტიკული პასუხების მოძიება.
მდგრადობაბუნებრივი რესურსების გონივრული მართვა მომავალი თაობების სასარგებლოდ.
ინკლუზიურობაყველა მოქალაქის ჩართულობის უზრუნველყოფა ქვეყნის განვითარების პროცესში.
ერთიანობაგანსხვავებების მიღმა საერთო მიზნისთვის გაერთიანება.
გამჭვირვალობაღია და ანგარიშვალდებული მუშაობის პრინციპი.
საზოგადოების ჩართულობამოქალაქეების აქტიური მონაწილეობა საერთო გადაწყვეტილებების მიღებაში.
ეკონომიკური ზრდაძლიერი ეკონომიკის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის კეთილდღეობას.
ტერიტორიული მთლიანობაეროვნული სუვერენიტეტის დაცვა და გაძლიერება.
გლობალური ბრწყინვალებასაქართველო, როგორც წარმატების და პროგრესის მაგალითი მსოფლიო ასპარეზზე.

💡 Ertieri.ge – ადგილი, სადაც შენი იდეები რეალური ცვლილების საწყისია!
📢 შეუერთდი, გამოთქვი შენი აზრი და ერთად შევცვალოთ საქართველო

გიორგი ტყემალაძე, სახალხო მოძრაობა “ერთიერი-ს” დამაარსებელი

გამარჯობა, მე ვარ გიორგი ტყემალაძე, სახალხო მოძრაობა “ერთიერი-ს” დამაარსებელი. ვარ ერთ-ერთი რიგითი ქართველი, დავიბადე თბილისში, გავიზარდე დიდ დიღომში, 25 წლის ასაკში აღმოვაჩინე გენიალური ბიზნეს ფილოსოფოსი ჯიმ რონი, რომელიც დამეხმარა შემეცვალა ცხოვრება უკეთესობისკენ. 2015 წელს, როცა გავიგე “აბრეშუმის გზის” განახლებული პროექტის შესახებ, აქტიურად დავიწყე ამ მიმართულებაში ჩართვა და მალევე გადავედი ჩინეთში საცხოვრებლად. პირველი წლები დაკავებული ვიყავი ქართული ღვინის პოპულარიზაციით, 2018 წელს დავაარსე კომპანია “SilkAccess” რომლითაც დღემდე უამრავ ღირებულებებს ქმნის საქართველოსა და ჩინეთს შორის.

ემიგრაციაში ყოფნისას, როცა გარედან ვხედავ ყველაფერს, ნათლად ჩანს შესაძლებლობები, თუნდაც საერთაშორისო ვაჭრობის გადმოსახედიდან, რაშიც მჭიდრო კავშირი მაქვს. ვისურვებდი რომ საქართველომ მეტად გამოიყენოს ის შესაძლებლობები რაც გლობალურად ხდება. ასევე, ვისურვებდი რომ ტექნოლოგიურად არ ჩამოვრჩეთ ქვეყნებს, არამედ პირიქით, მოწინავე ადგილი დავიკავოთ, ამისთვის ყველა რესურსი და შესაძლებლობა გვაქვს. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ დღეს არის კაცობრიობის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო, ზუსტად ახლა უნდა მოვახერხოთ და გავძლიერდეთ ისე როგორც არასდროს. ამიტომ, გადავწყვიტე მსგავსი ინიციატივები საჯაროდ გამოვიტანო და ვიმედოვნებ სხვებიც ჩაერთვებიან ამ პლატფორმაზე.

ვიცი, რომ ბევრი გონიერი, წარმატებული და სამშობლოზე შეყვარებული ქართველია დედამიწის ზურგზე, სხვადასხვა ქვეყნებში, ვისაც აქვს საჭირო უნარები და გამოცდილება შემოგვთავაზოს პროექტები რომელიც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი. 
ამ პლატფორმის აზრი არის საქართველოსთვის საკვანძო პროექტების იდენტიფიცირება და პოპულარიზაცია, რომელიც ქვეყნის ნათელ მომავალს ემსახურება და ერის კეთილდღეობის წინაპირობაა.