– როგორც იტყვიან ხოლმე, ველოსიპედის ახლიდან გამოგონება არ არის საჭირო – დავაკვირდეთ სხვადასხვა ქვეყნებს, მათ რეფორმებს, რა მუშაობს, რა არ მუშაობს, გამოვიტანოთ დასკვნები და შემდეგ დავნერგოთ ჩვენები..
– ამ ვიდეოში მინდა ჩინეთის მაგალითი განვიხილოთ და დავინახო თ შესაძლებლობა..

– აპლიკაცია Wechat-ი, რომელიც 2011 წელს შეიქმნა არის მესენჯერი.. გარდა აბსოლუტურად ყველა ფუნქციისა რაც მესენჯერის აპლიკაციებს აქვთ, მასში ჩაშენებულია -c Wechat აპლიკაციაში ინტეგრირებულია საგადასახადო სისტემები, კომუნალური გადასახადები, ტელეფონი, ტაქსი, ავია თუ სასტუმროს ჯავშანი, დაზღვევა და სხვა მრავალი საჭიროებები..

– შევქმნათ მსგავსი აპლიკაცია, რაც დაგვეხმარება ცხოვრების ხარისხის გაზრდასა და ეკონომიკის გაძლიერებაში.
– როგორც ვხედავთ ნელ-ნელა ყველაფერი ციფრული ხდება..
ეს გაზრდის: * ეფექტურობას * დაცულობას * გამჭვირვალეობას * მეტი წვდომა ექნებათ ადამიანებს და სხვა მრავალი სიკეთის მომტანი იქნება ქართული ეკონომიკისთვის

– აპლიკაციაში შეიძლება როგორც სურათის, ვიდეოს ან ნიუსის ატვირთვა საკუთარ კედელზე, ასევე – მომენტალური ტრანზაქციების გაკეთება. არ იქნება ისეთი ბარიერები როგორიცაა “რა ბანკი გაქვს?”, “კოდი მოგივიდა?”, ”შაბათი-კვირაა, არ დაჯდება” და სხვა… დღევანდელ დღეს ტრანზაქციები უნდა იყოს მომენტალური – არ შეიძლება არცერთი წამითაც კი შევაფერხოთ ეკონომიკა..

– აპლიკაციაში ინტეგრირებულია საგადასახადო სისტემები. ის შეიძლება დამატებითი გამოწვევა აღმოჩნდეს სხვადასხვა ორგანიზაციისთვის, თუმცა, დროა არა მხოლოდ ავყვეთ, არამედ დავეწიოთ დროს..
აქვე მინდა დავამატო…

– რამდენ დროს ვხარჯავთ სოციალურ ქსელებში?
– რა სარგებელს გვაძლევს ეს პლატფორმები?
– განვიხილოთ ყველაზე პოპულარული სოც. ქსელი – facebook-ი,
მისი ყველა ელემენტი ზედმიწევნით ადამიანის ფსიქოლოგიის გათვალისწინებითაა შემუშავებული – იმისათვის, რომ დიდხანს გვქონდეს ჩართული, გვასქროლინოს, ჩაგვითრიოს, სხვის ცხოვრებას გვაყურებინოს, გამოგვაყოფინოს დოფამინები და ჯამში მთლიანი სტრუქტურის მიზანია მიგვიყვანოს დამოკიდებულებამდე.. გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ რა მოგვწონს, რა არა.. რა არის კარგი, რა არის ცუდი, რა დავინახოთ და ა.შ. …

საბედნიეროდ, ამ ინსტრუმენტს ჯერ მხოლოდ მარკეტინგში იყენებენ და გვიბიძგებენ რაღაცეების ყიდვისკენ.. თუმცა ეს ადრე თუ გვიან შეიცვლება.. როდესაც ამერიკაში ფაქტებს გადააწყდნენ და დაფიქრდნენ, რაღაცნაირად სასაცილოც კი იყო… თითქოს სენატორები ვერ აანალიზებდნენ რაზე ელაპარაკებოდნენ და მარკი ამ ხნიერ ხალხს, როგორც ბავშვებს ისე ელაპარაკებოდა..

– პატარა თემატური გადახვევა; ბოლოს, ან საერთოდ, როდის წაგვიკითხავს რაზე ვთანხმდებით როდესაც აპლიკაციაში ვეთანხმებით მათ წესებსა და რეგულაციებს?
– ვინც აკონტროლებს მედიას, ის აკონტროლებს რეალობას..

– ყველა სმარტფონში შეიძლება იმის ნახვა თუ რამდენ დროს ატარებ ინტერნეტში და რის კეთებაში.. ღირს ჩახედვა და განაალიზება..

– Wechat-ის აპლიკაცია ისეა მოწყობილი, რომ არ ცდილობს ჩაგითრიოს და დამოკიდებული გაგხადოს… მაგალითად სურათს თუ დავდებთ მხოლოდ საერთო მეგობარი დაინახავს ვინ აკომენტარებს თუ ალაიქებს.. – როდესაც შეტყობინებას ვაგზავნით, არ აქვს -seen და მსგავსი რაღაცები რაც დამატებით ემოციებს იწვევს გონებაში.. – გააგზავნე შეტყობინება? ესეიგი ადრესატამდე მივიდა.. როდის გახსნა და როდის წაიკითხა, ეს პირადი სივრცეა..

– ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ საკუთარი აპლიკაცია, თავიდან ბოლომდე მორგებულია მომხმარებელზე და ჩვენს საჭიროებებზე.. დავნერგოთ ციფრული ფულის პრაქტიკა და ეს რადიკალურად იმოქმედებს ჩვენზე, ეკონომიკაზე და ცხოვრების ხარისხის გაზრდაზე..
არ ჩამოვრჩეთ ტექნოლოგიურ წინსვლებს, პირიქით, მოწინავე ადგილი დავიკავოთ!