მისია – საქართველო გაბრწყინდება
მისია – საქართველო გაბრწყინდება
დღეს ჩვენ ვდგავართ გადამწყვეტ ეტაპზე. ჩვენი საყვარელი საქართველო, თავისი ღრმად ფესვგადგმული ისტორიითა და ცოცხალი კულტურით, გამოწვევების წინაშე დგას, რომლებსაც შეუძლიათ განსაზღვროს ჩვენი მომავალი.
გამოწვევა და შესაძლებლობა:
დანაწევრებულები ვართ განსხვავებული მოსაზრებებით და ამავდროულად გარე საფრთხეებით. ჩვენი ეკონომიკა იბრძვის ძველი კონფლიქტებისა და ახალი კრიზისების სიმძიმის ქვეშ. მაგრამ ამ გამოწვევებში არის წარმოუდგენელი შესაძლებლობა – განვსაზღვროთ ჩვენი ბედი.
ცვლილების ხედვა:
წარმოვიდგინოთ საქართველო სადაც ერთობა, ჩვენს გაჭირვებას, ძალად გარდაქმნის. სადაც ყოველი ქართველი ხელს შეუწყობს ჩვენი ერის აღორძინებას.
ანალიზი და საჭიროებების მოგვარება:
გავაანალიზოთ სად გვიჭირს ყველაზე მეტად, რა გვჭირდება ყველაზე მეტად და ამ თანმიმდევრობით დავიწყოთ პრობლემების გადაჭრა. შევარჩიოთ ახალგაზრდა მისიონერები, რომლებიც იტვირთებენ უდიდეს გზას, ახალგაზრდები რომლებშიც არ არის ფესვებგადგმული შურისძიება, ბრაზი, სიხარბე, ძალაუფლება, ბოღმა, და სხვა მომაკვდინებელი ცოდვები.. რომელთა მთავარი მოტივი, მთავარი მიზანი იქნება მოახმარონ ეს ცოდნა ქვეყნის აღორძინებას!
სტრატეგიული ფოკუსი:
გამოვიყენოთ ცოდნისა და ინოვაციების გლობალური აუზი. გავუშვათ ყველაზე მაგარ ადგილებში რაც კი პლანეტაზე არსებობს, სადაც ყველა შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ ცოდნას და გავმეორდები, სასიხარულოდ, დღეს ცოდნა ხელმისაწვდომია! გარდა ცოდნისა, ახალ ბორბალის მოგონება არ გვჭირდება, უამრავი მაგალითები და პრაქტიკები არსებობს თანამედროვე ისტორიაში, წარმოვიდგინოთ ცოდნა და პრაქტიკა რაც პლანეტაზე დაგროვდა, როგორ გამოიყენებენ დაბრუნებული მისიონერები.
დასკვნა:
ჩვენ უნდა მოვამზადოთ ნიადაგი მომავალი თაობისთვის .. გავუძლოთ .. დავფიქრდეთ .. გავაანალიზოთ როგორი მნიშვნელოვანი დროა დღეს .. გავაანალიზოთ როგორ ვჭამთ ერთმანეთს..
საქართველო გაბრწყინდება არა ერთი ან რამდენიმე ადამიანის გამო, არამედ ყველა ჩვენგანის გამო. ჩვენ ერთად შეგვიძლია მოვახდინოთ სასწაული.
მჯერა! შეგვიძლია!