5 თეთრიანი ლიფტები
– ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ცხოვრების ხარისხის გაზრდა, ყველაზე მარტივით რომ დავიწყოთ, ყველაზე ცხადით, არის 5-თეთრიანი ლიფტები.. სირცხვილია.. ისე გვიჭირს ქვეყანაში რომ ლიფტი მათხოვრობს..
– რატომ არ შეიძლება დავფიქრდეთ და ეს მარაზმი შევწყვიტოთ? ვინ დამაჯერებს რომ საკმარისი უნარები არ გვაქვს – ეფექტური გამოსავალი ვერ ვიპოვოთ? გთავაზობთ ბიზნეს მოდელად მაინც ვაქციოთ ამ პრობლემის მოგვარება.
– ლიფტში მონიტორი ყველაზე ეფექტური რეკლამის წყარო შეიძლება იყოს და რამდენი ლოკალური ბიზნესი გადაიხდიდა ამაში თანხას? ლიფტში რომ შევალთ თვალებს და ყურებს ვერ დავხუჭავთ, ვერც გადავახვევთ და ზუსტად ვიცით რომ რეკლამა ადრესატამდე მივა..
– შეიძლება ეს რკინის თუ ბარათის ჯღანები მოვხსნათ და ლიფტებით მათხოვრობას დავანებოთ თავი? გარდა რეკლამიდან შემოსული მოგებისა, მოსახლეობას ვისაც შეუძლია ის სიმბოლური თანხის 3 თუ 5 ლარის გადახდა, გადაიხდის. ვისაც არ შეუძლია, ნუ გადაიხდის. დროა გავიგოთ რომ ერთმანეთის მეტნი და უკეთესები არავინ გვყავს.. უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
– მოვაწესრიგოთ ლიფტები და ერთი ნაბიჯი გადავდგან ცხოვრების ხარისხის გაზრდისკენ!