რამდენი ქართველი უნდა დაიტანჯოს, რამდენ უნდა აწამონ, რამდენმა უნდა შეწიროს თავი, რამდენი უნდა მოგვტაცონ, რამდენი უნდა გაგვიყიდონ, რამდენჯერ უნდა გამოგვიყენონ, რამდენი უნდა გვაშინონ? ჩვენს მიწაზე რამდენმა უნდა იბოგინოს იარაღით, გაგვიბას მავთულხლართები, მოვიდეს სახლში და აგვიჭედოს ეკლესიის კარი? ხოლო როცა ვინმეს ქართველს, ვაჟკაცს, დარდი რომ მოაწვება, ბრაზი რომ მოერევა, გული რომ აენთება და ამ აჭედილ კარს გაანგრევს!!! რამდენი უნდა მოგვიკლან?

მთელი ჩვენი ისტორია თავს ვიცავთ, სახლს ვიცავთ და ახლაც უნდა დავიცვათ ისე როგორც არასდროს! მომავალი უნდა დავიცვათ!

სასიხარულოდ, ომების დრო წავიდა.. დედამიწა ჩვენი ერთადერთი სახლია და ამას სინამდვილეში ყველა კარგად აანალიზებს.
მოვიდა დრო როცა ჩვენი გონით შეგვიძლია პრობლემების გადაჭრა და ჩვენ ქართველებს მგონებს ყველაზე კარგად გვიჭრის ჭკუა.

მოვიდა დრო ერთობისა. მოვიდა დრო როცა საქართველოს გაბრწყინებისა!