რატომაც არა?!
რატომაც არა
რა ჯობია იმ გრძნობით ცხოვრება რომ შენ აგურს დებ საქართველოს გაბრწყინებაში
რატომ ვერ უნდა შევძლოთ ერთმანეთის სიყვარული და ზრუნვა, ცხოვრების ხარისხის გაზრდა, როცა ბებო-ბაბუ სოფლებში წამლის ფულზე არ ინერვიულებენ, როცა ვალების მაგივრად მომავალზე ვიფიქრებთ და მათხოვარი ლიფტებით არ ვივლით. მრცხვენია როცა საქართველოში ქუჩაში გავდივარ, ამდენ გაჭირვებულს ვხედავ, გული მიკვდება ჩვენს თვალწინ ნაგლეჯ-ნაგლეჯ როგორ გვართმევენ მიწას!.. მჯერა რომ ამ გრძნობებს ყველანი ვიზიარებთ…
ვიცი, რომ ინიციატივებით, რომლითაც გამოვდივარ, სენსიტიურია და ამავდროულად, თითქოსდა პოლიტიკური. ამიტომ აქვე ვაფიქსირებ – აზრი არ აქვს ვინ იქნება მმართველობაში, სანამ ერთი აზრითა და მიზნით ვიმოძრავებთ, მანამ, სანამ მისიონერები არ დაუბრუნდებიან ქვეყანას. შესაბამისად ლოგიკურია არჩევნებმა გადაწყვიტოს და შევწყვიტოთ ერთმანეთის ჭამა, ისედაც ბეწვის ხიდზე გადის ქართული ეკონომიკა.
„საქართველო გაბრწყინდება“ ეს მანამ იარსებებს ჩვენში, სანამ რეალობად არ ვაქცევთ, და ამის მოხდენა, მხოლოდ და მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი.
დროა მივიღოთ გადაწყვეტილება, სწრაფი ტემპით დავიწყოთ რეფორმების გატარება და დავეწიოთ დროს, მოვამზადოთ ასაშვები პლაცდარმი ახალგაზრდა მისიონერებისთვის, რომლებიც იტვირთებენ უდიდეს საქმეს – ააღორძინონ ქვეყანა. ან… წარმოდგენაც არ მინდა როგორ შეიძლება გავუშვათ შანსები ხელიდან, ჩამოვრჩეთ დროს, ერებს, ქვეყნებს, ტექნოლოგიას, განვითარებას… როცა ყველა მხრიდან ჩვენზე გავლენას ახდენენ და გაუთავებლად ვჭამთ ერთმანეთს…
ეს არის ჩემი გულწრფელი გრძნობა, რაც მჯერა ყველა ჩვენშია, საიდანღაც ვიცით, რომ ადრე თუ გვიან – საქართველო გაბრწყინდება! მოდი ვიპოვოთ ეს შიგნით ჩვენში, დაე ამან მოგვცეს მამოძრავებელი ძალა რომელსაც ერთად რეალობად ვაქცევთ!
რა უნდა გავაკეთოთ? გავაანალიზოთ რა დროში ვცხოვრობთ, დავინახოთ რა ხდება გლობალურად, ამავდროულად ვაკეთოთ ის რაც ვიცით ყველაზე კარგად და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ერთმანეთს.. ხოლო მომავალი, უამრავი შესაძლებლობებით არის სავსე, გამოვიყენოთ ყველა მათგანი.
აქვე, წარმოვიდგინოთ რა მაგარი მისიაა იმ ადამიანებისთვის, ვისშიც არ არის განვითარებული მომაკვდინებელი ცოდვები. ახალი თაობა, რომელიც ჩვენი ერის გაგრძელებები და იმედები არიან!
ერთობით
საქართველო გაბრწყინდება!