ჩვენ ვიმყოფებით ისტორიის გადამწყვეტ მომენტში და გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა რომ საქართველო გადავაქციოთ ახალი აბრეშუმის გზის მთავარ კერად.

დავხედოთ რუკას: აბრეშუმის გზამ შეიძლება გაიაროს საქართველოზე ან გაიაროს აზერბაიჯანით, სასომხეთზე, შემდეგ თურქეთი და ევროპა, როგორც ინტერნეტში ვრცელდება…

ეს არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანას უდიდესი ეკონომიკური დოვლათი მოვუტანოთ და ეს შანსი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუშვათ ხელიდან!
საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა მას აქცევს ბუნებრივ ხიდად კონტინენტებს შორის.

თუმცა, აუცილებელია ჩვენი ინფრასტრუქტურის გაფართოება აბრეშუმის გზის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. საჭიროა განვავითაროთ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რათა შემდგომში ის გაუმკლავდეს საქონლის უზარმაზარ ნაკადს.

ვეყნის აღმშენებლობა დაიწყება ორი ლოკაციიდან: ანაკლია და შიდა ქართლი, რომელიც გახდება ძირითადი ლოჯისტიკური ჰაბი.

მიუხედავად გეოგრაფიული უპირატესობისა, ჩვენი ქვეყნის სრული პოტენციალი გამოუყენებელი რჩება. აბრეშუმის გზის განვითარებას შეუძლია წარმოუდგენელი სიმდიდრე მოუტანოს საქართველოს! არა მხოლოდ უშუალო ფინანსური მოგების, არამედ გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობისა და ზრდის თვალსაზრისით.

საქართველო არა მხოლოდ ლოჯისტიკურ ჰაბად, არამედ ბიზნეს ცენტრადაც უნდა იქცეს. ჩვენ გვჭირდება ‘ახალი აბრეშუმის ქალაქი’, რომელიც იქნება თავისუფალი სავაჭრო და ფინანსური ზონა. აბრეშუმის ქალაქს შეუძლია განაახლოს საქართველოს როლი საერთაშორისო ვაჭრობაში. რაც, თავის მხრივ, დაგვეხმარება ქვეყნის დე-ოკუპაციაში.

თუ საქართველო მთელი აზიისა და ევროპის ინტერესების ეპიცენტრი გახდება, ყველაფერი შეიცვლება.

ოკუპაციის ხაზთან ახლოს, ახალი აბრეშუმის ქალაქის მაღლივი შენობები იქნება არა მხოლოდ ჩვენი გამძლეობის სიმბოლო, არამედ იდგება როგორც შუქურა ჩვენი დაკარგული ტერიტორიებისთვის.

ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რუსეთი უზომოდ უფრთხილდება. როდესაც ჩინეთის, ისევე როგორც სხვა აზიისა და ევროპის ქვეყნების ინტერესები საქართველოში მოიყრის თავს, ვინ გაბედავს იარაღით სირბილს?

მაშ, რა ჭირდება აბრეშუმის გზას?
სტაბილური საყრდენი, ხიდი რომელიც დააკავშირებს ევროპასა და აზიას.

Როგორია მდგომარეობაა რეალურ დროში?

ჩვენს ჩრდილოეთით არასტაბილური ქვეყანაა, რომელიც ვერ იქნება ეს ხიდი. სამხრეთით – ჩინეთის კონკურენტი და იქვე – მეორე არასტაბილური ქვეყანა.
Რჩება მხოლოდ ვ ისევე როგორც ამ გზის ცენტრი.
ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური განვითარების გეგმა, არამედ მშვიდობისა და კეთილდღეობის სტრატეგიაა.

გამოვიყენოთ ჩვენი უნიკალურ პოზიცია, რეგიონული სტაბილურობისა და გლობალური კავშირების გასაძლიერებლად.
ომების დრო წავიდა… დედამიწა ჩვენი ერთადერთი სახლია.. გადავდოთ ხმალი გვერდზე და გავანძრიოთ გონება, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა და გავხდეთ მთავარი ინიციატორები..

საქართველო გაბრწყინდება!